პოლიტიკა: დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() დარჩიაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს და იგი ვერც ერთ ფაქტს იხსენებს, როდესაც ისრაელის დიასპორის წარმომადგენლებს ირანში, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წრეებს ემსახურებიან, ისრაელის მოქალაქეობა მიეღოთ. „არის მრავალი ქართველი, რომელთაც შეგვიძლია ეთნიკური ქართველები ვუწოდოთ, მაგრამ პოლიტიკურად მათ, პირადად მე, ქართველებს ვერ ვუწოდებ. არაფერი საერთო, არც საერთო პასპორტი მინდა მქონდეს ბატონ ებრალიძის მსგავს ადამიანებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და დაამატა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა არა იმდენად გვარს, რამდენადაც პოლიტიკურ პრინციპებს, შეხედულებებს, სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის მიმართ დამოკიდებულებას აქვს“. „შედეგად, ქართველობა მიმაჩნია პოლიტიკურ, კულტურულ ფენომენად, მაგრამ არანაირად მხოლოდ ეთნიკურად“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, „საქართველოში მოქალაქეობის მიღება ყოველთვის იქნება პრობლემატური და ყოველთვის იქნება ინტერესი იმისა, თუ ვის როგორი განწყობითა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის რა ზიანის ხარჯზე სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება“. „ეს ყოველთვის იქნება პოლიტიკური კორპუსისა და სპეციალური სამსახურის განხილვის საგანი. დღეს საქართველო ისეთ სიტუაციაში იმყოფება, რომ სპეციალური სამსახური მართლაც კარგად უნდა მუშაობდეს და ამაში საქართველო მართლა უნდა ჰგავდეს ისრალეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3860.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.