aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეკონომიკა: Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.



„საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ მსო-ში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები რუსეთის მიერ სრული მოცულობით შესრულდება, ინტეგრაცია ქვეყანაში საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ზრდის ტემპების გაზრდას“, წერს Fitch.


სექტემბრის დასაწყისში სააგენტომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგები უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში „BBB“-ის დონეზე „პოზიტიური“ პროგნოზით და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში საქმიანი კლომატისა და სიტუაციის გაუმჯობესების ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმები ზეწოლას მოახდენს რეიტინგებზე მათი გაზრდის მიმართულებით.


ამავე დროს, ნავთობზე ფასების სერიოზული და ხანგრძლივი შემცირების შემთხვევაში, Fitch-ში რუსეთის მიმართ ნეგატიურ სარეიტინგო ქმედებას არ გამორიცხავდნენ.


როგორც ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, დივერსიფიკაციამ, როგორც მსო-ში შესვლის შედეგებმა, შეიძლება მოვლენათა განვითარების ასეთი ვარიანტის ნეგატიური გავლენა შეამციროს.


მაგალითის სახით ისინი გვახსენებენ, რომ მსო-ში შესვლა დადებითად აისახა ჩინური ეკონომიკის მდგომარეობაზე.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3856.html
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:18 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 დეკემბერი 2024
  • English Georgian