პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთს არა აქვს საკმარისი რესურსი და ფართო ინტელექტუალური ფენა იმისათვის, რომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება „GHN“. როგორც პრეზიდენტმა პოლონურ ბიურო EurActiv-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რუსეთი ზეწოლას ახდენს უკრაინასა და საქართველოზე, მოლდოვაზე ზეწოლა კი ოდნავ შემცირდა. „მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება. მე ამის იმედი მაქვს. რუსეთს არა აქვს არც საკმარისი რესურსები, არც ინტელექტუალთა ფართო ფენები იმისათვის, რომ ეს პოლიტიკა გააგრძელოს. როგორც ჩანს, ჩვენ იმ მომენტისთვის უნდა მოვემზადოთ, როდესაც რუსი ხალხი გაათვიცნობიერებს, რომ ამ პოლიტიკის გამოყენება აღარ შეიძლება. როცა ეს მოხდება, ან როცა რუსეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ჩვენ საკუთარი ძალისხმევა უნდა გავააქტიუროთ. მაგრამ ვშიშობ, სიტუაცია გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ერთი მხრივ, ჩვენ უარესი სცენარისთვის ვემზადებით, მაგრამ, მეორე მხრივ - რუსეთთან დაძაბულობის ცვლილებისა და შესუსტების იმედი მაქვს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის განახლება სურს. „იგი არა მხოლოდ საუბრობს ამაზე, არამედ ამ მიმართულებით ნაბიჯებსაც დგამს. მან საქართველოს ნაწილი წაგვართვა, ასევე სამხრეთ ოსეთისა და ბელორუსიის შემოერთების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. იგი აბსოლუტურად ღიად საუბრობს ამაზე. იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს“, - თქვა პრეზიდენტმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3861.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.