ეკონომიკა: ბილ გეითსმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს მიმართა | World News | ||
მილიარდერმა ბილ გეითსმა, G20-ის ქვეყნების წინაშე გამოსვლის დროს, მოუწოდა მათ, არ შეამცირონ ფინანსური დახმარების ბიუჯეტები, ვინაიდან ეს არა მხოლოდ ღარიბი ქვეყნეის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, არამედ შეარყევს ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და ინოვაციების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. კორპორაცია Microsoft Corp-ის დამფუძნებელი გახდა პირველი ბიზნესმენი, რომელიც G20-ის სამიტზე გამოსასვლელად დაპატიჟეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სთხოვა გეითსს, წარმოედგინა G20-ის ლიდერების წინაშე მოხსენება ეკონომიკური განვითარების ახალი გზების შესახებ განვითარებული ეკონომიკის მქონე იმ ქვეყნების ბიუჯეტის შემცირების პირობებში, რომლებიც ახლა სახელმწიფო ვალის ზრდით გამოწვეულ კრიზისს ებრძვიან. გეითსმა მოუწოდა G20-ის ქვეყნებს, არ შეწყვიტონ ღარიბი ქვეყნების დაფინანსება და შეახსება, რომ ეს დახმარება მილიარდობით სიცოცხლეს არჩენს. „მსოფლიო თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ღარიბი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირების ხარჯზე ვერ შეძლებს. ეს მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ გამოუსწორებელ ზარალს გამოიწვევს და მსოფლიოში სტაბილურობას დაარღვევს“, - თქვა გეითსმა. აშშ-ის კანონმდებლები ფინანსური დახმარების ბიუჯეტის შემცირებას 8.6 მლრდ დოლარით გეგმავენ. გეითსმა შემოთავაზა ფინანსურ ოპერაციებზე გადასახადის შემოღება, რომელსაც ყოველწლიურად 100 მლრდ-ზე მეტი დოლარის მოტანა შეუძლია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3827.html
| |||
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.