საზოგადოება: ილია II: „ქვეყნის ყველა ფასეულობა და სიმდიდრე რომ შევკრიბოთ, ერთ ადამიანად არ ღირსის | Georgian News | ||
გუშინ, 6 ნოემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა ქადაგება ადამიანის მნიშვნელოვნობის შესახებ და თქვა, რომ მთელი ქვეყნის ფასეულობა და სიმდიდრე რომ შევკრიბოთ, ერთ ადამიანად არ ღირს ის. როგორც მან აღნიშნა, ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც წინაპრებისაგან გვერგო. თუ ჩვენ მას სიფრთხილით არ მოვეკიდებით, ქართველი ადამიანი გაუჩინარდება და აღარ იარსებებს. პატრიარქმა გაიხსენა წმინდა ილია მართლის სიტყვები „ენა, მამული, სარწმუნობა“. წმინდა ილიამ ეს სიტყვები წარმოთქვა მაშინ, როდესაც შეტაკება იყო ძალებთან, რომლებიც ამ ფასეულობებს ებრძოდნენ. „ჩვენ თითქოს განვმარტეთ ეს სამი ფასეულობა როგორც „უფალი“, „სამშობლო“ და „ადამიანი“ და დღეს ყურადღება მინდა მივაქციო მესამეს - ადამიანს. ეს უფლის უდიდესი სასწაულია“, - თქვა უწმიდესმა და დაამატა, რომ ჩვენ ადამიანის ბუნება და სულიერი სამყარო უნდა შევისწავლოთ. ის, რაც ადამიანის შესახებ ვიცით, ზღვაში წვეთია; ჩვენ, ადამიანები, საკუთარ თავს ძალიან ზედაპირულად ვიცნობთ. „ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი უფლის მსგავსებით არის შექმნილი და ადამიანმა ამ მსგავსებას თავისი მოღვაწეობით უნდა მიაღწიოს“, - აღნიშნა ილია მეორემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3833.html
| |||
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.