ეკონომიკა: ამიერიდან ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს კერძო ინსპექციის ორგანოები გააკონტროლებენ | Business & Economics | ||
აკრედიტირებული საინსპექციო სამსახურები ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიების შეამოწმებენ. როგორც OnlineNews-ს საკვები პროდუქტების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იმისათვის, რომ ქართველი მომხმარებლები უხარისხო პროდუქციისაგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, წარმოიშვა ახალი კონტროლიორის არსებობის საჭიროება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით შესწორებები შევა კოდექსში „პროდუქტების, ვეტერინარიისა და მცენარეების დაცვის“ შესახებ, ასევე „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი გაცვლის“ შესახებ. ახალი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გათვალისწინებულია ინსპექციის კერძო ორგანოების შექმნა, რომლებმაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტაცია უნდა გაიარონ. OnlineNews-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ შემოწმების სანაცვლოდ ბიზნეს-კომპანიებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ. პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფულადი თანხა დადგენილი არ არის, რადგან ინიციატივას მხოლოდ კანონპროექტის სახე აქვს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3825.html
| |||
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.