Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის | | Georgian News |
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს „მრავალი ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი“ არ მიაჩნია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა გუშინ, 8 ნოემბერს, დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მსვლელობაში ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არის ასე გართულებული ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და რატომ არ შეუძლია საქართველოს ისრაელის მაგალითის გადმოღება.
|
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს | | Business & Economics |
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.
|
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:17 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს | | Business & Economics |
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.
|
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| პეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოპოზიცია 90-იან წლებში ჩარჩა | | Georgian News |
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია, თავისი შეხედულებებით, 90-იან წლებში ჩარჩა და მათ რუსი აგენტები და ჯაშუშები ელანდებიან, იუწყება “GHN“. კერძოდ, ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარალელი გაავლო ბიძინა ივანიშვილსა და კახა ბენდუქიძეს შორის. ეს მოხდა მას მერე, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა აჩვენა ბენდუქიძის ფოტოები ვლადიმირ პუნტინთან და სერგეი ლავროვთან.
|
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:17 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|