შოუ-ბიზნესი: The Beatles-ის ალბომების გარეკნები ყველაზე ძვირადღირებულებად აღიარეს | World News | ||
კოლექციონერთათვის განკუთვნილ ჟურნალ Record Collector-ის ვერსიით, The Beatles-ის ალბომების ხუთი გარეკანი ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში შევიდა. ამის შესახებ წერს ბრიტანულ გაზეთი The Telegraph. სიაში პირველ ადგილზეა ალბომ „Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის გარეკნის ვარიანტი, რომელიც 1967 წელს დაახლოებით 100 ეგზემპლარის ტირაჟით გამოვიდა. ორიგინალურ ილუსტრაციაზე ჩანაწერში მონაწილე მუსიკოსების სახეები ხმის ჩამწერ კომპანია Capitol Records-ის თანამშრომელთა პორტრეტებით შეიცვალა. კოლექციონერები გარეკანს 70 ათას ფუნტად აფასებენ. ათჯერ უფრო ნაკლები ღირს 1968 წელს გამოსული „თეთრი ალბომის“ სანომერო კონვერტები 1-დან 10 ნომრის ჩათვლით: მათ მეორე ადგილი უკავია. ათეულში ასევე აღმოჩნდა The Beatles-ის ალბომების - „Introducing The Beatles“-ის (მეოთხე ადგილი), „Yesterday And Today“-ის (მერვე ადგილი) გარეკნები და ერთობლივი ფირფიტა „The Beatles & Frank Ifield On Stage“-ის კონვერტი (მეხუთე ადგილი). მესამე ადგილზეა დიზაინერ ენდი უორჰოლომის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილი გარეკნები. ეს არის ფირფიტები მარგარიტა მადრიგალის ესპანური ენის შემსწავლელი კურსებით „Magic Key To Spanish“ და რადიოგადაცემებით დანაშაულებრიობაზე „The Nation's Nightmare“. ისინი 3 ათასიდან 3.5 ათას ფუნტამდე ოდენობის თანხად ფასდება. ჟურნალ Record Collector-ის რედაქტორმა გამოცემასთან საუბრის დროს მოყვა, რომ მას ხშირად ეკითხებიან, რატომ არსებობს დღემდე ვინილის ფირფიტები, როცა არის ფორმატი MP3. „ერთ-ერთი პასუხია გამოსახულება: ადამიანებს მოსწონთ ხელში ფირფიტის დაჭერა, გარეკანზე ყურება, ინფორმაციის შესრუტვა და ფოტოსურათების დათვალიერება. ამას MP3 ვერასდროს გაუწევს პაექრობას“, - ახსნა იენ მაკანმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3826.html
| |||
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.