მეცნიერება-ტექნოლოგიები: I phone+: თბილისის ქარხნის პლანშეტი „Ipad“-თან კონკურირებას ვერ შეძლებს | Georgian News | ||
თბილისის კომპიუტერული ქარხნის კომპიუტერები Apple-ის Ipad-სთვის კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს. ამის შესახებ commersant.ge-ს განუცხადა Apple-ის პროდუქციის რეალიზატორ კომპანია „I phone +“-ის წარმომადგენელმა მამუკა მარგიაშვილმა. შეგახსენებთ: ცოტახნის წინ კომპანია „ალგორითმის“ ქარხანამ განაცხადა Ipad-ის კონკურენტის წარმოების დაწყების შესახებ. მენეჯმენტის განცხადებით, ახალი პლანშეტის სატესტო ვერსია წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და იმ შემთხვევაში, თუ იგი გაამართლებს, წარმოება გაგრძელდება. „ალგორითმის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათი პლანშეტების ფასი სხვებთან შედარებით კონკურენტული იქნება. ამავე დროს, მამუკა მარგიაშვილი თბილისის ქარხნის მიერ წარმოებული პლანშეტების კონკურენციას Ipad-თან არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, „ინტელისა“ და სხვა კომპანიების პლანშეტები იმდენად უხარისხოა, რომ მომხმარებელი აუცილებლად ამჯობინებს Apple-ის პროდუქციას. „მსოფლიო ბაზარზე ისედაც არის სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პლანშეტები და მათი შემოტანა „I phone +“-საც შეუძლია, მაგრამ ჩვენ ისინი უხარისხობის გამო არ შემოგვაქვს. საქართველოში რამდენიმე ადგილას ასეთი პროდუქცია არის, მაგრამ მას არავინ ყიდულობს“, - ამბობს მამუკა მარგიაშვილი. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, როგორი იაფიც არ უნდა იყოს „ალგორითმის“ პლანშეტი, იგი Apple-ის Ipad-ს მყიდველს ვერ წაართმევს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3831.html
| |||
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.