ეკონომიკა: პოლონეთში 1.5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიგზავნება | Business & Economics | ||
მომავალ წელს საქართველოდან პოლონურ ბაზარზე 1.5 მლნ ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული. ამის შესახებ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ვარშავაში ჩატარებული „ქართული დღეების“ შეფასების მსვლელობაში. მისი თქმით, პოლონეთში საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია. ამ ფონზე კი, ქართული მხარის მთავარი მიზანია ეროვნული პროდუქციის პოპულარობის გაზრდა. როგორც გოროზიამ აღნიშნა, ამ მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქართველ და პოლონელ ბიზნესმენებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა. შედეგად, გაისად პოლონურ ბაზარზე 1.5 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო შემოვა. ქართულ ღვინოს თავიანთ მენიუებში რამდენიმე პოლონური რესტორანის შეიტანს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციით პოლონეთში რამდენიმე დღის წინ „საქართველოს დღეები“ გაიმართა. სამი დღის განმავლობაში ვარშავას ცენტრში პოლონელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ტრადიციებსა და კულტურას. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3832.html
| |||
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.