aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.



„საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ მსო-ში წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები რუსეთის მიერ სრული მოცულობით შესრულდება, ინტეგრაცია ქვეყანაში საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ზრდის ტემპების გაზრდას“, წერს Fitch.


სექტემბრის დასაწყისში სააგენტომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგები უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში „BBB“-ის დონეზე „პოზიტიური“ პროგნოზით და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში საქმიანი კლომატისა და სიტუაციის გაუმჯობესების ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმები ზეწოლას მოახდენს რეიტინგებზე მათი გაზრდის მიმართულებით.


ამავე დროს, ნავთობზე ფასების სერიოზული და ხანგრძლივი შემცირების შემთხვევაში, Fitch-ში რუსეთის მიმართ ნეგატიურ სარეიტინგო ქმედებას არ გამორიცხავდნენ.


როგორც ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, დივერსიფიკაციამ, როგორც მსო-ში შესვლის შედეგებმა, შეიძლება მოვლენათა განვითარების ასეთი ვარიანტის ნეგატიური გავლენა შეამციროს.


მაგალითის სახით ისინი გვახსენებენ, რომ მსო-ში შესვლა დადებითად აისახა ჩინური ეკონომიკის მდგომარეობაზე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3856.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:18 | News »
 

"ეკონომიკა: Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 December 2024
  • English Georgian