Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს | | World News |
მეგამდიდარი მოქალაქეების რიცხვის მიხედვით, რომელთა ქონება 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთი ამერიკა მსოფლიო რეკორდსმენი კიდევ 20 წლის განმავლობაში დარჩება. 2032 წლისთვის ლიდერი აზია გახდება, ნათქვამია სინგაპურის კონსალტინგურ კომპანია Wealth-X-ის გამოკვლევაში. როგორც სააგენტო Bloomberg იტყობინება, ამჟამად იმ მდიდარი ამერიკელების რიცხვი, რომელთა ქონება ფასდება როგორც „ულტრამაღალი“, 62 960 ათასს შეადგენს. ევროპაში მკვლევარებმა 65 325 ათასი, ხოლო აზიაში - 42 625 ათასი მდიდარი ადამიანი დაითვალეს. ანალიტიკოსთა პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ევროპას უკვე 2024 წელს, ხოლო ამერიკას - 2032 წელს გაუსწრებს.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:02 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს | | World News |
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| მერკელს მესამე ვადაზე დარჩენა სურს | | World News |
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას თავის თანამდებობაზე ყოფნა, ასევე საამომრჩევლო კამპანიებში მონაწილეობა მოსწონს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს“, - თქვა მან მედიაჯგუფ Madsack-სთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში, რომელიც შაბათს, 12 ნოემბერს, გამოქვეყნდა. როგორც 1news.az „РИА Новости“-ზე მინიშნებით იტყობინება, მერკელის თქმით, თუ პოლიტიკოსს თავისი სამუშაო და საამომრჩევლო კამპანიაში მონაწილეობა მოსწონს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს პოლიტიკოსი „ოპოზიციაში ყოფნას“ ლიდერობას ამჯობინებს.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო | | World News |
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება | | World News |
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:46 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| „სამსუნგი“ ტექნიკის ქართულ ბაზარზე ლიდერობს | | Georgian News |
უკვე შვიდი წელია, რაც კომპანია Sony სამხრეთკორულ კომპანია Samsung Electronics-ის ძლიერი კონკურენციის გამო ზარალს განიცდის. მიმდინარე ფინანსურ წელს Sony 1.2 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალს ელოდება. როგორც commersant.ge-ს „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის მენეჯერმა დავით კაკიაშვილმა განუცხადა, ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა კომპანია „სამსუნგის“ წარმოების ტექნიკაზე.
|
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:45 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
|