პოლიტიკა: ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება სერიოზული მოვლენაა | ![]() | Georgian News | |
![]() როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ამ სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი იქნება ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე, კერძოდ, განხილული იქნება ქართველი სამხედრო მსახურების ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. „საუბარი იქნება იმ რეფორმებზეც, რომელთა განხორციელება ნატოს სტანდარტებთან მოახლოებისთვის არის საჭირო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეკომენდაციებს საკმაოდ დიპლომატიური და, ამასთანავე, სავსებით გასაგები ფორმით იძლევა. ფაქტია, რომ გაისად ჩვენ სერიოზული ეტაპი უნდა გავიაროთ, რათა ნატოსა და მთელ დემოკრატიულ საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო წინ მიიწევს. მხედველობაში მაქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ძალიან დიდი გამოცდაა როგორც ხელისუფლებებისა და ოპოზიციისთვის, ისე ქართული საზოგადოებრიობისთვის მთლიანობაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ნატოს დელეგაცია, რომელსაც აღნიშნული ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უდგას სათავეში, საქართველოს დღეს, 9 ნოემბერს, ეწვევა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3863.html
| |||
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:20 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.