გარემო: ავსტრალიას ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადი შემოაქვს | World News | ||
ავსტრალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნახშირორჟანგის სამრეწველო გაფრქვევაზე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2012 წლის ივლისიდან უნდა შევიდეს. ამ მომენტიდან ქვეყნის 500 ძირითადი ენერგეტიკული კომპანია ვალდებული იქნება, ატმოსფეროში ამოხეთქილ ერთ ტონა ნახშირორჟანგზე 23 დოლარი გადაიხადოს. კანონის მიღებისთვის ეკოლოგიური ორგანიზაციები გამოდიოდნენ, თუმცა გადასახადის შემოღება საზოგადოებრიობის მხრიდან მკაცრ კრიტიკას შეხვდა. მომხმარებლებისათვის ამ გადასახადის შემოღება ელექტროენერგიის გადასახდელის გაზრდას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაზე ნახშირორჟანგის ამოფრქვევის საერთო მსოფლიო მოცულობის მხოლოდ 1.5% მოდის, განვითარებულ ქვეყნებს შორის იგი ერთ სულ მოსახლეზე კვალსათბურის გაზის ამოფრქვევის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზეა. ავსტრალია დღემდე ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3855.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.