aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს Business & Economics  Business & Economics 
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.



აშშ-ის რეგულატორები უკვე დიდი ხანია, რაც შვეიცარიის 11 უმსხვილესი ფინანსური კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შორის შევიდა ისეთი საბანკო გიგანტები, როგორებიცაა Credit Suisse Group და UBS. ხელისუფლებებს ბანკებზე ეჭვი აქვთ იმაში, რომ ისინი შეძლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შემოსავლებზე მონაცემების დამალვაში ეხმარებოდნენ, რამაც მათ საგადასახადო გადარიცხვების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალება მისცა. იმ შემთხვევაში, თუ ბანკების თანამონაწილეობა დამტკიცდება, მათ მრავალმილიარდიანი ჯარიმები ემუქრება.


2009 წლის შემოდგომაზე UBS, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მხრიდან სარჩლების წარდგენის საფრთხის ქვეშ, დათანხმდა ინფორმაციის გამხელას 250 შეძლებული ამერიკელი მოქალაქის ანგარიშებზე. 2010 წელს ბანკმა კიდევ 4450 ამერიკელი კლიენტის ანგარიში გახსნა და კიდევ 52 ათასის მიმართ დათანხმდა იგივეს.


აშშ-ის გარდა, შვეიცარიისაგან საბანკო საიდუმლოს გახსნას გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვა რიგი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, მოითხოვენ.


სექტემბრის ბოლოს ფინანსთა ექს-მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ რუსეთი და შვეიცარია ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას რუსი მოქალაქეების ანგარიშებზე ინფორმაციის გადაცემის შესახებ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3857.html
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:17 | News »
 

"ეკონომიკა: ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 December 2024
  • English Georgian