aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს „მრავალი ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი“ არ მიაჩნია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა გუშინ, 8 ნოემბერს, დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მსვლელობაში ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არის ასე გართულებული ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და რატომ არ შეუძლია საქართველოს ისრაელის მაგალითის გადმოღება.



დარჩიაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს და იგი ვერც ერთ ფაქტს იხსენებს, როდესაც ისრაელის დიასპორის წარმომადგენლებს ირანში, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წრეებს ემსახურებიან, ისრაელის მოქალაქეობა მიეღოთ.


„არის მრავალი ქართველი, რომელთაც შეგვიძლია ეთნიკური ქართველები ვუწოდოთ, მაგრამ პოლიტიკურად მათ, პირადად მე, ქართველებს ვერ ვუწოდებ. არაფერი საერთო, არც საერთო პასპორტი მინდა მქონდეს ბატონ ებრალიძის მსგავს ადამიანებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და დაამატა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა არა იმდენად გვარს, რამდენადაც პოლიტიკურ პრინციპებს, შეხედულებებს, სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის მიმართ დამოკიდებულებას აქვს“.


„შედეგად, ქართველობა მიმაჩნია პოლიტიკურ, კულტურულ ფენომენად, მაგრამ არანაირად მხოლოდ ეთნიკურად“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.


მისივე თქმით, „საქართველოში მოქალაქეობის მიღება ყოველთვის იქნება პრობლემატური და ყოველთვის იქნება ინტერესი იმისა, თუ ვის როგორი განწყობითა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის რა ზიანის ხარჯზე სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება“.


„ეს ყოველთვის იქნება პოლიტიკური კორპუსისა და სპეციალური სამსახურის განხილვის საგანი. დღეს საქართველო ისეთ სიტუაციაში იმყოფება, რომ სპეციალური სამსახური მართლაც კარგად უნდა მუშაობდეს და ამაში საქართველო მართლა უნდა ჰგავდეს ისრალეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3860.html
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:19 | News »
 

"პოლიტიკა: დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian