კანადელი ბიზნესმენის გამომძალველებს განაჩენი გამოუტანეს | საქართველოს ამბები | ||
მესტის ექვს მაცხოვრებელს, რომლებსაც კანადელი ბიზნესმენისაგან ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. როგორც კავკაზ-პრესი იტყობინება, დავიდ, შოთა და ტარიელ ჯაფარიძეს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 4.5 წლით, ნელი ნავერიანსა და მზევინარ ჯაფარიძეს - 4 წლით, ხოლო ჯამბულ ჯაფარიძეს - 5 წლით დაუსწრებლად. უკანასკნელი ძებნაში იმყოფება. როგორც საბრალმდებლო დასკვნაში აღნიშნულია, მითითებული პირები კანადელი ბიზნესმენისაგან უილიამ ჯეიმს სიმფოსისაგან, რომელმაც კანონის სრული დაცვით მესტიში ტურისტული ბაზა „უშბა“ შეიძინა, მოითხოვდნენ 220 000 ლარს, აცხადებდნენ რა პრეტენზიებს მიწის ნაკვეთზე. ბიზნესმენის წარმომადგენელი დავიდ კუხილავა დაპირდა მათ მოთხოვნილი თანხის ეტაპობრივად გადახდას და 70 ათასის გადაცემისას გამომძალველები დაიკავეს. ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული. დაცვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_169.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.