სომხური გაზეთი ”AZG” საქართველოს საერთაშორისო კავშირების შესახებ წერს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სომხურმა გაზეთმა ”AZG”-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩარ მოთაქის ვიზიტს საქართველოში და ირანის საკონსულოს გახსნას ბათუმში სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველოს გაუჭირდება ბალანსის დაცვა ირანი-საქართველო-სომხეთისა და თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. სტატიის ავტორის თქმით, საქართველო ცდილობს, თავისი უპირატესობის დამტკიცებას და საკუთარი როლის გაზრდას, რადგან ორივე კავშირში აქტიურად მონაწილეობს. იმისათვის, რომ გახდეს დამაკავშირებელი ქვეყანა ირანსა და საქართველოს შორის, სომხეთისთვის აუცილებელია მინიმალური სატრანზიტო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ კუთხით კი მისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალს, რომლის მშენებლობაც მალე უნდა დაიწყოს. ეს მაგისტრალი საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება და საქართველოს, სომხეთსა და ირანს ერთმანეთთან დააკავშირებს. საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სომხეთისთვის ირანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ისაა, რომ სომხეთს ორივე ქვეყანასთან გააჩნია სახმელეთო საზღვარი და არც თუ კარგი დამოკიდებულება აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომლებიც სომხეთისთვის დღემდე მტრულად განწყობილი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან. https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_175.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.