თბილისმა მოსკოვისგან სპეციალური ნოტა მიიღო | საქართველოს ამბები | ||
ქართული მხარის მიერ დაკავებულ რუს ჯაშუშებთან დაკავშირებით მოსკოვმა თბილისს სპეციალური ნოტა გამოუგზავნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "BBჩ"-ის რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. "ჩვენ მივიღეთ ოფიციალური ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ის (რუსეთი) ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას ამ პირების (რუსი ჯაშუშების) იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით და იმის დასადასტურებლად, რომ ისინი მართლაც რუსეთის მოქალაქეები არიან", - აცხადებს ნინო კალანდაძე. მისივე განმარტებით, ოფიციალური მოსკოვი ქართული მხარისგან დაკავებულ რუს ჯაშუშებთან დაშვებასაც ითხოვს, თუმცა როგორი იქნება თბილისის პოზიცია კალანდაძე არ აკონკრეტებს. "ჩვენ, რათქმაუნდა, ვუზრუნველყოფთ დაკავებულებს ყველა უფლებით, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული", - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა, რომელთა შორის 4 რუსეთის მოქალაქეა. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_172.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.