ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ბრიტანელი რეჟისორის ფილმის ჩვენება შედგება | საქართველოს ამბები | ||
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დღეს ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმის "ჭიამაია" ჩვენება გაიმართება. ლოუჩის ფილმი რეალურ ისტორიას ასახავს. მთავარი გმირი - მეგი კონლენი ოთხი შვილის დედაა, რომელსაც სოციალური სამსახური დედობის უფლებას ართმევს. ირკვევა, რომ მეგის ოთხივე განქორწინების მიზეზი ოჯახური ძალადობაა. შემდეგ იგი თავის ცხოვრებას იორგს უკავშირებს. წყვილი ერთად ცხოვრებას და მომავალი შვილის მოლოდინში მშობლის უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. ფილმმა არაერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო მსხაიობი ქალის ნომინაციაში დაჯილდოვდა. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_168.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.