ევროკომისიამ 11 ავიაკომპანია კარტელურ გარიგებაში ამხილეს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროკომისიამ მსოფლიოს 11 მსხვილი ავიაკომპანია ტვირთების გადაზიდვის სფეროში გარიგებაში ამხილა და მათ თითქმის 800 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. ანონდამრღვევებს შორის არიან France-KLM, British Airways, Air Canada, Japan Airlines, SAS, Singapore Airlines და სხვა კომპანიები. ყველაზე მსხვილი, 310 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა Air France-KLM–ს მოუწევს. British Airways–ი კი 104 მილიონს გადაიხდის. როგორც ევროკომისიამ დაადგინა, 1999–დან 2006 წლამდე პერიოდში კარტელის მონაწილეები საწვავისა და უსაფრთხოების მოსაკრებელზე შეთანხმდნენ და ფასდაკლებებზე უარი განაცხადეს. გარიგება 2006 წლის თებერვალში შეწყდა, როდესაც ევროკომისიამ Lufthansa–სგან მიღებული სიგნალის საფუძველზე დაწყებული გამოძიება დაასრულა. გერმანულმა ავიაკომპანიამ კარტელური გარიგების გამო ჯარიმა თავიდან აიცილა. აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ მანამდე კარტელურ გარიგებაში 18 ავიაკომპანია და რამდენიმე თანამდებობის პირი დაადანაშაულა, მათზე დაკისრებულმა საერთო ჯარიმამ კი 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. წყარო - commersant.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_171.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.