აჭარაში უძველესი ციხე-სიმაგრე ინგრევა | საქართველოს ამბები | ||
აჭარის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები ბათუმში ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის გადარჩენას მოითხოვენ. ციხე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, შეუქცევადი ტემპით ინგრევა. მუზეუმის სიძველეთა ექსპერტ ბიძინა აფხაზავას თქმით, ბურუნთაბიეს ციხეში კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდამდე ჯარი იდგა. ციხესიმაგრის ნგრევა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. აუცილებელია ბათუმში ძველი ნაგებობი შენარჩუნდეს, რათა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს. ბურუნთაბიეს მშენებლობის დასაწყებად 1704 წელს ოსმალეთის სულთანმა ბათუმში სპეციალური წარმომადგენლობა გამოგზავნა. მას შემდეგ მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ქვემეხი იყო განთავსებული. ამჟამად ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ციხესიმაგრის ამსახველი მხოლოდ ერთი ფოტო ინახება, თუმცა ქალაქის რუკაზე ნაჩვენებია ციხის ადგილმდებარეობა. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_177.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.