ეკონომიკა: Moody’s-მა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() შეტყობინებაში რეიტინგის შემცირების ძირითად მიზეზებად დასახელებულია „ზრდადი განუსაზღვრელობა უნგრეთის უნარის მიმართ, შემდგომშიც შეასრულოს ბიუჯეტის კონსოლიდაციასა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული მოკლევადიანი მიზნები“, ასევე „მთავრობის მაღალი ვალები და ძლიერი დამოკიდებულება შიდა ინვესტორებზე“. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი მოლაპაკარაბებს აწარმოებს სსფ-სთან და ევროკავშირთან ფინანსური „უსაფრთხოების ბალიშის“ მიღების თაობაზე, რომელიც ქვეყანას სავალო კრიზისისაგან დაცვაში დაეხმარება. სექტემბრისთვის უნგრეთის სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 75%-დან (ივნისის ბოლოს არსებული მონაცემებით) 82%-მდე გაიზარდა. სარეიტინგო სააგენტოები Standard & Poor's, Fitch Ratings, Moody's მანამდე აფრთხილებდნენ, რომ შეეძლოთ უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი საინვესტიციო დონეზე უფრო დაბალ დონემდე შეემცირებინათ. უნგრეთის საგარეო ვალი ეროვნული მშპ-ს 75%-ს აჭარბებს. გუშინ, 24 ნოემბერს, სააგენტო Fitch-მა შეამცირა პორტუგალიის რეიტინგი „ნაგვის“ დონემდე, რისი მიზეზიცაა მაღალი სახელმწიფო ვალი და ეკონომიკის დაცემა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4000.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.