საზოგადოება: UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა | საქართველოს ამბები | ||
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები. რულანდ მონაშის თქმით, ქვეყანაში ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაწყებითი ასაკის თითქმის ყველა ბავშვი სკოლაში დადის. ბავშვების დაცვის თვალსაზრისით პროგრესი სახეზეა. დღეს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებებში ცხოვრობს. მთავრობამ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროების დაფინანსება, ძირითადად, თავდაცვითი სფეროს დაფინანსების შემცირების ხარჯზე გაზარდა. თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია სოციალური ხარჯების თვალსაზრისით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა რულანდ მონაშმა. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის თქმით, გაეროს ანგარიში დადებით ხასიათს ატარებს. მან იმ ფაქტით, რომ საქართველოში ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, კმაყოფილება გამოთქვა. სანდრა რულოვსის თქმით, როდესაც იგი ქვეყნის პირველი ლედი გახდა, მაშინ ქვეყნის ბავშვთა სახლებში დაახლოებით ხუთი ათასი ბავშვი იყო, დღეს კი ეს რიცხვი 900-ით შემცირდა, რაც დიდი მიღწევაა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3992.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.