პოლიტიკა: მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ნავარაუდევია, რომ ახალ მოძრაობაში შევა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე. თავად ქადაგიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. „ამის თაობაზე საუბარი მიმდინარეობს და მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა ქადაგიძემ. ამ დღეებში ივანიშვილის პრეს-სეკრეტარიატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. მიზეზად დასახელდა სპორტის სასახლისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელობის მხრიდან უარის თქმა ადგილის გამოყოფააზე პრეზენტაციის ჩატარების მიზნით. ამასთან, შემოთავაზებული იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, მაგრამ ამ დღეს მანდ დაგეგმილია ღონისძიება და სივრცე შეზღუდულია. ბიზნესმენის ადვოკატმა ეკა ბესელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებებს „ქართული ოცნების“ შიში აქვთ. „მასშტაბურობის თვალსაზრისით, სპორტის სასახლის გამოყოფა მოძრაობის პრეზენტაციისთვის ხელისუფლებების მიერ აღქმულ იქნა, როგორც საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი საკმაოდ სერიოზული ძალის დემონსტრაცია, რისი ეშინია კიდეც ხელისუფლებას. ამიტომ პრეზენტაციის ჩატარების დრო დღემდე უცნობია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ მოძრაობა დაფუძნდეს“, - განაცხადა ბესელიამ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3993.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:03 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.