ეს საინტერესოა: ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი და უჩვეულო ნაძვისხე დადგეს | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიტანულ დედაქალაქში, სან-პენკრასის რკინიგზის სადგურზე მსოფლიოში ყველაზე დიდი საშობაო ნაძვისხე დადგეს, რომელიც საბავშვო კონსტრუქტორ „ლეგოსაგან“ არის აწყობილი, იტყობინება ადგილობრივი მასმედია. „ნაძვის“ სიმაღლე 12.5 მეტრს შეადგენს და მას 172 ტოტი აქვს. საშობაო „ხე“ კონსტრუქტორის 600 ათასი პლასტმასის პატარა „აგურისაგან“ არის აწყობილი. აწყობას ორი თვე დასჭირდა. ამით დაკავებული იყო „ლეგოსაგან“ სხვადასხვა კონსტრუქციების შექმნაზე სპეციალიზებული ფირმა. „ნაძვი“ მორთულია 1200 სათამაშო მორთულობით, რომლებიც ასევე „ლეგოსაგან“ არის აწყობილი. მათ დამზადებაზე ბრიტანული დედაქალაქის სამი დაწყებითი სკოლის ბავშვებმა იმუშავეს. ლონდონის სან-პენკრასის რკინიგზის სადგური საერთაშორისო სატრანსპორტი კვანძია. იგი ემსახურება მატარებლებს, რომლებიც გვირაბით ლა-მანშის სრუტის ქვეშ პარიზსა და ბრიუსელში დადიან. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უჩვეულო საშობაო ნაძვისხეები სან-პენკრასის რკინიგზის სადგურს ამშვენებს. შარშან მანდვე დაყენდა 6.5 მეტრის სიმაღლის „ნაძვი“, რომელიც ფრანგული შამპანურის ბოთლებისაგან იყო აწყობილი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3998.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.