aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ევროპაში ინტერნეტის მომხმარებელთა თავისუფლების შეზღუდვა აკრძალეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სამართალდამცავებს უფლება არა აქვთ, აიძულონ ევროპული ინტერნეტ-პროვაიდერები, რათა მათ თვალი ადევნონ თავიანთი მომხმარებლების აქტიურობას ინტერნეტში ან დაბლოკონ მათი კავშირი ინტერნეტთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კონტენტზე საავტორო უფლებებს დაარღვევენ. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ხმისჩამწერმა ლეიბლებმა და კინოსტუდიებმა არ უნდა გამოიყენონ სასამართლო სარჩლები, რათა ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას მიაღწიონ. „ევროკავშირის კანონები გამორიცხავს ეროვნული სასამართლოების დადგენილებებს, რომლებიც ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან ტრაფიკის მფილტრავი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რისი მიზანიც ნებისმიერი კონტენტის არალეგალურ გავრცელებასთან ბრძოლაა“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.



როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ნათქვამი, ქსელში დაშვების ფილტრაცია ევროკავშირის მომხმარებელთა ფუნდამენტური უფლებების, კერძოდ კი, მათი კონფიდენციალობის უფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების უფლების დარღვევა იქნება.


ბოლო წლებში ხმისჩამწერი კომპანიები, კინოსტუდიები და სხვადასხვა კონტენტზე საავტორო უფლებების სხვა მფლობელები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ მთავრობისა და სასამართლო სისტემისაგან ინტერნეტ-პროვაიდერებზე მეკობრეობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიღწევას. მათი აზრით, სწორედ პროვაიდერებმა უნდა ადევნონ თვალი იმას, რითი არიან დაკავებულნი მათი კლიენტები ქსელში, და არალეგალური აქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში დაბლოკონ ინტერნეტთა წვდომა ასეთი ადამიანებისათვის.


მეკობრეობასთან ბრძოლის ასეთი სქემის ჩართვა ნავარაუდევი იყო ახალ კანონში ციფრული ეკონომიკის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაზეა ბრიტანეთში, იტყობინება გამოცემა CNet. ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ გეგმაზე მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ გამოვიდა დამოუკიდებელი მედიარეგულატორი Ofcom, ასევე რიგი სხვა ორგანიზაციები.
თუმცა, საავტორო უფლებების მფლობელები კვლავინდებურად ძალიან აქტიურად იყენებენ სასამართლო სარჩლებს, აპირებენ რა სასამართლოს მეშვეობით მიაღწიონ ამა თუ იმ მეკობრულ რესურსებთან მომხმარებელთა წვდომის დაბლოკვას. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მუსიკალური კომპანიები, ისევე როგორც ჰოლივუდის კინოსტუდიები, ინტერნეტ-მეკობრეობის გამო დიდ ზარალს განიცდიან, ამიტომ საავტორო უფლების დაცვის სულ უფრო აგრესიულ მეთოდებს ლობირებენ. ევროკავშირის სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ამ სფეროში მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნას.


თავად სასამართოს დადგენილება გატანილ იქნა საქმის გარჩევის ფარგლებში პროვაიდერ Scarlet-სა და ბელგიურ ორგანიზაცია SABAM-ს შორის, რომელიც მუსიკალური კონტენტის შემქმნელთა ინტერესებს წარადგენს. ჯერ კიდევ 2004 წელს SABAMცდილობდა აეძულა Scarlet, დაებლოკა მისი კლიენტების წვდომა ტორენტების საშუალებით არალეგალური მუსიკის გადმოწერასთან.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3999.html
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ევროპაში ინტერნეტის მომხმარებელთა თავისუფლების შეზღუდვა აკრძალეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 ნოემბერი 2024
  • English Georgian