| თურქეთი გეგმავს სინოპში ააგოს ატომური ელექტროსადგური | | ბიზნესი და ეკონომიკა |
იაპონია და თურქეთმა გამართეს მოლაპარაკებები მშვიდობიანი ატომური ენერგიის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, სადაც საუბარი იყო თურქეთის ქალაქ სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, იტყობინება ,,Укринформ" იაპონიის საერთაშორისო რადიოზე დაყრდნობით. მოლაპარაკებების შედეგად ტოკიოში მიიღეს მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და წარმოების მინისტრმა აკიხირო ოხატამ და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იჰილდიზმა.
|
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 10:15 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| „ბიო საფერავი“ კანადაში გაიყიდება | | ბიზნესი და ეკონომიკა |
„პირველი ქართული ბიო პროდუქტის“ მიერ წარმოებული ბიოღვინო „ბიო საფერავი“ კანადაში გაიყიდება. ამი შესახებ განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გივი ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, ღვინის პირველი პარტია - 1200 ბოთლი - უკვე გაიგზავნა ტორონტოში. მარტში კი დაგეგმილია კიდევ 5 ათასი ბოთლის ექსპორტი. ნიკოლაშვილის განმარტებით, მომავალი წლისთვის, გარდა „ბიო საფერავისა“, კომპანია ბიოლოგიური თეთრი ღვინოებისა და ქვევრის ღვინოების წარმოებას გეგმავს.
|
განათავსა - Drakula | 23 დეკ. 2010, 19:17 | კომენტარები | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
|