„საქსტატი“ ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმის წევრი გახდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
22 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ევროპის გეოსტატისტიკოსთა ფორუმის (EFGS)წევრი გახდა. ფორუმი 1998 წელს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ინიციატივით შეიქმნა და იმ ევროპული ქვეყნების სტატისტიკურ სამსახურებს აერთიანებს, რომლებიც სტატისტიკურ საქმიანობაში გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს იყენებენ. დღეისათვის ფორუმში 29 სახელმწიფოა გაერთიანებული. გამოცდილების გაცვლის მიზნით სხვადასხვა შეხვედრა და კონფერენცია იმართება. „საქსტატი“, რომელმაც რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები მოსახლეობის აღწერის განხორციელებისათვის, ოფიციალურად ფორუმის წევრი 22 დეკემბერს გახდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_852.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 დეკ. 2010, 15:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.