გერმანიამ ევროს მხარდასაჭერად განსაკუთრებული სტრუქტურის შექმნის წინადადება წამოაყენა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
როგორც 24 დეკემბერს გერმანულმა გაზეთმა Sueddeutsche Zeitung-მა დაწერა, სავარაუდოა, რომ ახალი ორგანიზაციის სახელი იქნება სტაბილურობისა და ინვესტიციათა ზრდის ევროპული ფონდი. ფონდი არა მხოლოდ მხარს დაუჭერს ევროს, არამედ პრობლემური ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს, იუწყება გამოცემა. ერთიანი ევროპული ვალუტის გადარჩენის საკუთარ ვარიანტს ფრანგული ხელისუფლებები გვთავაზობენ. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ქრისტინ ლაგარდი ევროპის მთავრობის შექმნის წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, მინისტრთა ერთიანი კაბინეტი უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ როგორ ზემოქმედებს ევროკავშირის თითოეული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სხვა სახელმწიფოებზე. „ეკონომიკური მთავრობა ნიშნავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, სხვების მხრიდან თანხმობის მიღებაა აუცილებელი“, - განაცხადა ლაგარდმა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_871.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 12:03 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.