,,არდი ჯგუფი" დააზღვევს დავით გარეჯის დედათა მონასტრის საკუთრებაში არსებულ ხორბალს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სადაზღვეო კომპანია ,,არდი ჯგუფი" აგრძელებს ხორბლის დაზღვევის პროგრამას. გურჯაანის რაიონის ფერმერების შემდეგ კომპანიამ დააზღვია დავით გარეჯის დედათა მონასტრის აღორძინების ფონდის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ნაკვეთი მოიცავს 7 ჰექტარს სოფელ ბადიაურში, სადაც დათესილია რამოდენიმე სახეობის ხორბალი. ,,არდი ჯგუფი" გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას ხორბლის საკუთარი მარაგების შექმინის თაობაზე და ჩვენ დავაზღვევთ დავით გარეჯის დედათა მონასტრის აღორძინების ფონდის საკუთრებაში არსებულ ხორბალს უამინდობისა და სხვა რისკებისაგან. აღნიშნული ფონდი დიდ როლს ასრულებს მონასტერის მეურნეობის შექმნასა და განვითარებაში. მოსავალს მონასტერი გამოიყენებს საჭიროებისამებრ და მომავალი წლისათვის იგეგმება მეურნეობის გაფართოება. ხორბლის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია მისი მარაგების შესაქმნელად. ჩვენი კომპანია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამდაგვარ პროგრამებში", - განაცხადა ,,არდი ჯგუფის" გაყიდვების დირექტორმა გიორგი ლომიძემ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_864.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 10:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.