| შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდება დაბეგვრის ორი მოდელი. პირველით ის მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებით არიან დაკავებულები. მათ იურიდიული პირებისთვის ჩეკების გამოწერა არ მოუწევთ. გადახდის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში მათთვის საკასო აპარატის არსებობა სავალდებულო არ იქნება, ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით თვეში ან კვარტალში. ამ მოდელის გამოყენებას შეძლებენ პატარა სადალაქოები, საცხობები და ა. შ.
|
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ლებანიძე: „მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია“ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ჰონკონგში ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ მიერ გრან-პრის მიღების შემდეგ კომპანიის პარტნიორები მას გაყიდვების გაზრდაში ეხმარებიან. ამის შესახებ commersant.ge-ს კომპანიის დირექტორმა დიმიტრი ლებანიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამგვარი დონის კონკურსში გამარჯვებამ კომპანიის პარტნიორები უფრო სერიოზული თანამშრომლობისკენ უბიძგა. „ეს ჩვენი კომპანიის სერიოზული რეკლამა იყო. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიარ-კომპანია უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე გამოფენებზე მონაწილეობა. როდესაც ქვეყანაში პირველად შემოდიხარ და არავინ გიცნობს, აუცილებელია ყველაფერი პიარ-კომპანიით დაიწყო. ხოლო იქ, სადაც შენი პროდუქცის უკვე იყიდება, გამოფენაში მონაწილეობა ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლებანიძემ.
|
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ნიკა გილაური: წელს საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოს ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის წარდგენის დროს, იუწყება “GHN“. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე პირველად შემცირდა, თუმცა ხელისუფლებები კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი ღარიბი და უმუშევარი ადამიანია, არის სხვადასხვა პრობლემები.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|