ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების გადაუდებელ რეაბილიტაციაზე. ამ ფულით გაუმჯობესდება კანალიზაცია, წყალსადენი, ლტოლვილთა საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. როგორც გოსმა აღნიშნა, გერმანია უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რიგ პროექტებს ახორციელებს და ახლა ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესლად დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყდა. „ქართულმა მხარემ დაამტკიცა, რომ ამ პროექტების წარმატებით განხორციელება შეუძლია“, - თქვა მან. ხუთშაბათს, 1 დეკემბერს კი, დიმიტრი გვინდაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა ქეით მ. ჯულიანმა ხელი მოაწერეს საკრედიტო შეთანხმებას „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტ-2“-ის დაფინანსების შესახებ. როგორც გვინდაძემ თქვა, ეს 40 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი საშეღავათოა და ვარაუდობს გადახდას 32 წელიწადში. საშეღავათო პერიოდი კი 8 წელს შეადგენს, რის შემდეგაც კრედიტის მიხედვით გადახდის დრო დადგება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4053.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 დეკ. 2011, 21:53 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.