ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორში მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 1 ნოემბრისთვის 5.4 მლრდლარიშეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 5.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 88.5 მილიონი ლარით (1.7 პროცენტით) მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო საწარმოო სექტორის საწარმოთა მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 42.2 მილიონი ლარის ოდენობით, ანუ 8.1-ით პროცენტით და საწარმოო სექტორისა და შიდა მეურნეობების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 90.2 მილიონი ლარის ოდენობით, ანუ 2.9 პროცენტით. 1 ნოემბრისთვის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 66.9 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.8 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.8%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულებზე - 8.3%. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებში დოლარი წილმა 73.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა - 20.2 პროცენტი შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4036.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.