| გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
|
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 18:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
რამდენიმე ათეული ამერიკელი მილიონერი მათთვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნით კონგრესში ჩავიდა, იტყობინება CNNMoney. მათ სურთ, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ საგადასახადო არდადეგები მდიდრებისთვის, რომლებიც წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა შემოიღო, ხოლო ზოგიერთი მათგანი საგადასახადო დაბეგვრის საერთო ზრდას მოითხოვს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვაშინგტონში ე. წ. სუპერკომიტეტს შეხვდებიან, რომელმაც საგადასახადო რეფორმა უნდა განახორციელოს. აღნიშნული სტრუქტურის ამოცანაში შედის გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ბიუჯეტს, უახლოეს 10 წელიწადში 1.2 ტრილიონი დოლარის ეკონომია გააკეთოს. კანონპროექტი 23 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული.
|
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|