ეკონომიკა: საქართველოს ყველაზე დიდი ვალი გერმანიისა და რუსეთის მიმართ აქვს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი ან აღებული კრედიტების მოცულობა 4 252 236 000 დოლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 17 ქვეყნის წინაშე ვალი 628 807 000 დოლარს შეადგენს. ორმხრივი კრედიტორებია: გერმანია - 263 687 000, რუსეთი - 112 642 000, იაპონია - 64 974 000, აშშ - 34 505 000, ყაზახეთი - 27 774 000, თურქეთი - 26 106 000, ქუვეითი - 26 054 000, საფრანგეთი - 19 253 000, სომხეთი - 16 280 000, აზერბაიჯანი - 13 662 000, ირანი - 10 683 000, ჰოლანდია - 7 352 000, ჩინეთი - 4 717 000, უზბეკეთი - 340 000, უკრაინა - 311 000, ავსტრია - 255 000, თურქმენეთი - 211 000 დოლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდების) გაყიდვიდან საგარეო ვალმა 564 750 000 დოლარი, ხოლო სახელმწიფო გარანტიის ქვეშ აღებულმა კრედიტებმა - 3 540 000 დოლარი შეადგინა. საქართველოს ვალმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წინაშე 3 055 139 000 დოლარი შეადგინა. მათ შორის, მსოფლიო ბანკის, განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიმართ - 1 220 806 000 დოლარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ - 1 057 002 000 დოლარი, აზიის განვითარების ბანკის მიმართ - 362 655 000 დოლარი, მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიმართ - 272 970 000 დოლარი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის მიმართ - 69 307 000, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ - 48 079 000 დოლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიმართ - 24 318 000 დოლარი. წინა თვეში საქართველოს საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით 4 162 344 000 დოლარს შეადგენდა, ანუ თვის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი 89 887 000 დოლარით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით საგარეო ვალი 3 835 637 000 დოლარით გაიზარდა და წლის განმავლობაში 416 599 000 დოლარით გაიზარდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4079.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.