| ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ შესრულებული უცხოური ტურისტული მგზავრობების რიცხვი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა. ასეთი დასკვნა შესულია კონსალტინგულ კომპანია IPK-ის გამოკვლევაში ITB Berlin-ის დაკვეთით. კონტინენტზე არსებულ სიტუაციას ტურისტების ხარჯებზე გავლენა არ მოუხდენია, რომლებიც ამ პერიოდში 2%-ით გაიზარდა. სხვა მოსაზრება აქვს „როსტურიზმის“ უფროსს ალექსანდრე რადკოვს, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთში 2011 და 2012 წლებში ევროპული ტურნაკადი ევროპაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად არ გაიზრდება.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუქსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუქსმა და მისმა ორმა მეგობარმა მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ვარძია და სვანეთი. „მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, თუმცა თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი“, - თქვა ბრუქსმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელია და მან თქვენთან ჩამოსვლა მირჩია“. „ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით - უშბა. ადგილობრივი სვანური მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია უცნაური, თუმცა ეკზოტიკური მეჩვენება. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მათთან ერთად არყის ან ღვინის დალევასა და სადღეგრძელოს თქმას მთხოვდნენ. ყველას ვურჩევ, ეს მშვენიერი ქვეყანა ნახონ და ეს მათთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გახდება“.
|
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|