ეკონომიკა: ონიშენკო: შვიდი ქართული კომპანია რუსულ ბაზარზე თავისი პროდუქციის გატანას გეგმავს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„როსპოტრებნადზორმა“ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგზავნოს საქართველოში ექსპერტები იმ საწარმოთა შემოწმების მიზნით, რომლებიც რუსეთში მეღვინეობის პროდუქციის მიწოდების გასაახლებლად მზად არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ. მისი თქმით, შვიდი ქართული კომპანია რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანას გეგმავს. „რაც შეეხება „სარაჯიშვილს“, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტები და განიხილავთ მათ. არის შეკითხვები, ჩვენ მოვიწვევთ სპეციალისტებს, რათა მათზე პასუხი გაგვცენ. შემდეგ საქართველოში ჩამოვალთ და წარმოებას ადგილზევე ვნახავთ“, - თქვა ონიშენკომ, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ მზადაა, პირადად ჩავიდეს საქართველოში და ინსპექცია ჩაუტაროს საწარმოებს, რომლებსაც რუსეთში მიწოდებების განახლება სურთ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4091.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.