| კვეზერელი: საქართველოში სიმინდის მოსავალი გაორმაგდა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის განხორციელების დროს ყველა გლეხსა და ფერმერს მაღალი ხარისხის თესლები დაურიგეს და მათ ინსტრუქციები დროულად მიიღეს. როგორც გუშინ, 29 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა პროგრამას შორის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მისი თქმით, პროგრამის შედეგად რამდენიმე ათასი ფერმერი და გლეხი მოსავლის რეალიზაციიდან სოლიდურ შემოსავლებს მიიღებს.
|
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
AFBA-ის ექსპერტს მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამგვარად მან კომენტარი გაუკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ ტრიშეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ახალი კრიზისი ემუქრება. ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ წინა კრიზისის მსგავსად მომავალი კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს, რამდენადაც მისი ბაზარი მსოფლიო ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის.
|
განათავსა - Drakula | 26 სექ. 2011, 19:16 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|