ეკონომიკა: საქართველო რეფორმების გასაგრძელებლად დამატებით 40 მლნ დოლარს მიიღებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო რეფორმების გატარებისთვის დამატებით 40 მლნ დოლარს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული შეთანხმების დაფინანსების შესახებ (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება), რომელიც პარლამენტში რატიფიკაციისთვის არის შეტანილი. შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერის მიზნით საშეღავათო კრედიტის გაცემა. პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში 40 მლნ დოლარი იქნება გაცემული. კრედიტი 25 წლით გაიცემა. პროგრამის პირველი და მეორე ფაზები 2009-2010 წლებში განხორციელდა და მაშინ, შესაბამისად, 90 და 51 მლნ დოლარი გამოიყო. ევროინტეგრაციისა და თანამემამულეთა საქმეების კომიტეტებმა გუშინ, 29 სექტემბერს, მხარი დაუჭირეს შეთანხმების რატიფიკაციას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3508.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.