| "გაზპრომი" ჩეხეთს გაზს მიაწოდებს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
რუსეთის გაზის მონოპოლიამ "გაზპრომმა" თავისი შვილობილი კომპანიის "ვემექსის" მეშვეობით RSP Energy-ის აქციების 51 პროცენტი შეისყიდა, რომელიც გაზსა და ელექტროენერგიას ჩეხეთის მოსახლეობას აწოდებს. ამგვარად, როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, "გაზპრომმა "პირველად მიაღწია იმას, რომ ჩეხეთში არა მხოლოდ საწვავის ექსპორტირება განეხორციელებინა და მიეყიდა ის მსხვილ და საშუალო კომპანიებისათვის, არამედ საოჯახო ბიზნესშიც კი ჩაერთო.
|
განათავსა - consul | 08 სექ. 2011, 20:13 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| HSBC საქართველოდან მიდის | | ბიზნესი და ეკონომიკა |
გლობალური სტრატეგიის შეცვლის შედეგად ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში. „გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე წლის მაისში HSBC-ის ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე „სტრატეგიული ძირის“ შესახებ ბიზნეს-პორტფელის გადახედვის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ბანკის კაპიტალის გადანაწილებას და ეს მიმართულია იმისკენ, რომ ბანკი წამყვანი საერთაშორისო ბანკი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:37 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|