ეკონომიკა: რვა თვის განმავლობაში აჭარას 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის რვა თვის განმავლობაში აჭარას, საერთო ჯამში, 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტიორთა რიცხვი 2.5-ჯერ გაიზარდა. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 738 369 ვიზიტიორი ესტუმრა, ხოლო 2009 წლის იმავე პერიოდში - 400 200. 2011 წლის რვა თვის განმავლობაში უცხოელ ვიზიტიორთა რიცხვმა 348 314 შეადგინა, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში და სამჯერ მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში 2009 წელს. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 242 174 უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა, ხოლო 2009 წლის იმავე პერიოდში - 126 169. უცხოელ ვიზიტიორთა საერთო რიცხვიდან წელს უდიდესი ნაწილი - 39% - თურქეთიდან ჩამოვიდა (ყველა ვიზიტიორის 14%). მეორე ადგილზეა სომეხი ვიზიტიორები (28% და 10%), მათ მოსდევენ აზერბაიჯანის მოქალაქეები (15% და 5%). წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3516.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.