ეკონომიკა: ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „საქართველოს წინა კრიზისმა დიდი ზიანი არ მიუყენა და ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალმა მიაყენოს. იმისათვის, რომ კრიზისი ზიანის მომტანი იყოს, შენ მჭიდროდ უნდა იყო ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაში და მათთან მრავალფეროანი ურთიერთობები უნდა გქონდეს. ჩვენ არა გვაქვს ფინანსური ბაზარი, მაშ რა მოახდენს ჩვენზე ზემოქმედებას? ერთადერთი, რაც მსოფლიო ეკონომიკასთან გვაკავშირებს, ისაა, რომ ჩვენ უცხოური ქვეყნებიდან იმპორტს ვახორციელებთ. კრიზისის დროს პროდუქცია იაფდება, ვინაიდან მასზე მოთხოვნა მცირდება. შესაბამისად, გარკვეულ წილად ამას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან იმპორტი ბევრად უფრო იაფი გახდება“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, გაჩნდება ექსპორტთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, მაგრამ მისი მოცულობა იმდენად დაბალია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამ თვალსაზრისით ასევე ვერ შეძლებს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენას. აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყურადღების ქვეშ თუ არ ავიღებთ მსოფლიო კრიზისს, საქართველო, შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, „ისედაც მუდმივი კრიზისების მდგომარეობაში იმყოფება“. რაც შეეხება ახალ კრიზისს, მერაბ ჯანიაშვილის თქმით, პორტუგალიაში, ირლანდიასა და საბერძნეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მისი დადგომა საკმაოდ რეალური და სავარაუდოა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3495.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 სექ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.