ეკონომიკა: „ოპელი“ საქართველოში ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში დარეგისტრირებულ ავტომობილთა შორის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა „ოპელი“, მას მოჰყვება „მერსედესი“ და „ფოლკსვაგენი“. იზრდება ქალი-მძღოლების რიცხვიც. საერთო ჯამში 2010 წელს საქართველოში 202 ნიშნის მანქანა დარეგისტრირდა. „ოპელი“ 74 025 ერთეულის რაოდენობით არის წარმოდგენილი, „მერსედეს ბენცი“ – 59 701-ით, „ფოლკსვაგენი“ – 38 061-ით, BMW – 32 718-ით, „ფორდი“ – 26 733-ით, „ტოიოტა“ – 17 588-ი-თ. ამასთან ერთად, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია საბჭოური წარმოების მანქანები. ამ დროისათვის 20 307 „მოსკვიჩია“ დარეგისტრირებული. ქალბატონები, როგორც წესი, იაფ პატარა ავტომანქანებს ყიდულობენ. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მონაცემებით, ქალებს შორის ყველაზე პოპულარული მოდელია Volkswagen Crossover Tiguan. საქმიანი ქალბატონები Audi Q5-ის ანიჭებენ უპირატესობას. წინა წელთან შედარებით, „ფოლკსვაგენების“ მფლობელ ქალთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა, ხოლო „აუდის“ მფლობელ ქალთა რიცხვი - 20 პროცენტით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3505.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.