ეკონომიკა: საფინანსო ბაზრები მსოფლიო ეკონომიკას ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ - ჯორჯ სოროსი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საფინანსო ბაზრები მსოფლიოს ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ, ხელისუფლებებმა კი, პირველ რიგში, ევროპულ კავშირში, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა ღია წერილში, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times“-მა გამოაქვეყნა. „აუცილებელია მოვლენებზე კონტროლის აღდგენა და ამის დაუყოვნებლივ გაკეთება“, - მოუწოდებს სოროსი. ამისათვის 81 წლის ფინანსისტი სამ ზომას სთავაზობს: ახალი შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირის ევროზონის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროზონის ერთიან ფინანსთა სამინისტროს შექმნიდა; ევროზონის მრავალრიცხოვანი კერძო ბანკების გადაყვანას ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველობის ქვეშ მათთვის დროებითი გარანტიების შეთამოვაზების სანაცვლოდ; ახალი კაპიტალის მოზიდვას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია და ესპანეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთების ქვეშ, რომელიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს. ჯორჯ სოროსის აზრით, ეს ნაბიჯები დააწყნარებს ბაზრებს და ევროკავშირს მისცემს დროს, რათა გამომუშავებულ იქნას ეკონომიკური ზრდის სტრატეგია, რომლის გარეშეც სახელმწიფო დავალიანების პრობლემა ვერ გადაიჭრება. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ამჟამად ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროზონის ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის ყველა განხილვადი ვარიანტი არასაკმარისად რადიკალურია იმისათვის, რომ სიტუაცია სწრაფად სტაბილიზირდეს. „ამ პირონენში საჭიროა ახალი და თამამი მიდგომები“, - მიაჩნია ჯორჯ სოროსს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3515.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.