aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ახალი მემარჯვენეები“ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს დისკრიმინაციულად და მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ მიმართულად აფასებენ. როგორც გუშინ, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, ცვლილებების შესაბამისად, საკასო აპარატის გამოუყენებლობის ან ჩეკის გაუცემლობის შემთხვევაში მეწარმე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაჯარიმდება, მიუხედავად იმისა, დაშვებულ იქნა შეცდომა მექანიკურად თუ მიზანმიმართულად. იმ დროს, როცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებს პირველი დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილებით შეუძლიათ შემოიფარგლონ.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ონიშენკო: ღვინის მწარმოებლები საქართველოდან რუსეთში მიწოდებების დასაწყებად მზად არიან ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთში მიწოდებების დაწყების მზადყოფნის შესახებ საქართველოს ღვინის პროდუქციის შვიდმა მწარმოებელმა განაცხადა. ამის შესახებ დღეს, 12 ოატომბერს, მოყვა „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა, რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ. „მე მივიღე შემოთავაზება“, - თქვა ონიშენკომ, - უკვე რაღაც მხრივ ოფიციალური, საქართველოს შვიდი მწარმოებლისაგან, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მოსვლას ისურვებდნენ. გეთაყვა, მობრძანდით. მიწოდების პირობები თქვენთვის ცნობილია“.
განათავსა - Drakula | 12 ოქტ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „VTB ბანკის“ ტოპ-მენეჯერი საბანკო სექტორს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაში ადანაშაულებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„VTBბანკის“ ტოპ-მენეჯერი საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაზე საუბრობს.
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:20 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბოჭორიშვილი: საქართველოში ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეროვნული საინვესტივიო სააგენტოს ხელმძღვანელის ქეთი ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. შეგახსენებთ, რომ ევროპულ ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას ანალიტიკოსები აღიქვამენ როგორც ახალი კრიზისის დაწყების ეტაპს.
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:10 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კემერონი: ევროკავშირს ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა დარჩა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროკავშირს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. როგორც „ფინმარკეტი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა „Financial Times“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბიჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსმა აკაკი გელაშვილმა განუცხადა. „არსებული სიტუაცია, პირველ რიგში, სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად, ქართულ ფასიან ქაღალდებზეც აისახა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი აგვისტოს მოვლენების შემდეგ 27 პროცენტით დაეცა და 12.5 დოლარი შეადგინა ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება ევროობლიგაციებს. „საქართველოს რკინიგზის“ ობლიგაციების ფასი 9 პროცენტით დაეცა, ხოლო საქართველოს სუვერენული ობლიგაციებისა - 6 პროცენტით“, - აღნიშნა მან.
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:51 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტი საკუთარ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტი საკუთარ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ გამოკვლევაში. გამოკვლევის შედეგებით, საკუთარ თავს დასაქმებული გამოკითხულთა მხოლოდ 33 პროცენტმა უწოდა. ამასთან ერთად, დაუსაქმებელთა 31 პროცენტი სამსახურს ეძებს, 5 პროცენტი უმუშევარია, მაგრამ სამსახურს არ ეძებს, 30 პროცენტი არააქტიური შრომითი რესურსია (სტუდენტები, დიასახლისები, პენსიონერები, რომლებიც სამსახურის პოვნით დაინტერესებულნი არ არიან).
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 40.6%-დან 39.7%-მდე შემცირდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებელი - 7.0%-ს შეადგენს. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, მშპ-ის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 26 494.4 მლნ ლარი იქნება, რაც 3 021.1 მლნ ლარით მეტია, ვიდრე შარშან. მაკროეკონომიკური სტაბილურობის - მთავრობის ძირითადი პრიორიტეტის - უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია.
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:23 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დამზღვევები წლის დასრულებას ზარალით ელიან ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი არა მხოლოდ 2011 წლის პირველი ნახევარი იყო, არამედ ასეთივე იქნება მთელი წელი. ამის შესახებ ღიად აცხადებენ სადაზღვევო კომპანიების ნაწილში.
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:19 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გიორგი პერტაია: „პროფკავშირი“ თავისი არსებობის გამართლებას ცდილობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რამდენიმე ადამიანმა წააქეზა მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანაშმრომლები იმისათვის, რომ საკუთარი არსებობა გაემართლებინა. ამის შესახებ აცხადებს ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია.
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:19 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 დეკემბერი 2024
  • English Georgian