| შენობაში სისუფთავეს ჩამონტაჟებული მტვერსასრუტები უზრუნველყოფს | | მსოფლიოს ამბები |
ახალი ტექნოლოგიები ყველგან ჩნდება. გარდა იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად უმჯობესდება ჩვენთვის ნაცნობი საყოფაცხოვრებო აპარატურის ტექნოლოგიები, ასევე ჩნდება ახალი სისტემებიც.
ჩამონტაჟებული მტვერსასრუტის სისტემა სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა სიმარტივეს უზრუნველყოფს. ძალის ბლოკი ყენდება შენობის გარეთ და მისგან გამოდის პლასტიკური მილსადენი, რომელიც სახლის კედელში მტვერსასრუტისთვის განკუთვნილი პნევმოროზეტით ან პნევმოქანდაზით მთავრდება. გასასვლელები სახლის ყველაზე მოხერხებულ ნაწილებში ყენდება: პნევმოაქანდაზები - ხშირი დაბინძურების ზონებში, პნევმოროზეტები - ადგილებში, რომლებშიც ყველაზე ხშირად არის საჭირო ცენტრალური მტვერსასრუტი.
|
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:30 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გამოკითხვამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროდუქტები გამოავლინა | | მსოფლიოს ამბები |
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა“, კვლევით ორგანიზაცია GlobeScan-თან თანამშრომლობით, 17 ქვეყნის (ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, განა, გვატემალა, ინდოეთი, კენია, მექსიკა, ნიდერლანდები, პაკისტანი, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ტანზანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მოქალაქეებს შორის ჩაატარა გამოკითხვა და გაარკვია: ყველაზე დიდ უპირატესობას ადამიანები ანიჭებენ მაკარონს, ხორცს, ბრინჯს, პიცასა და ფრინველის ხორცს.
|
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:28 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|