მეცნიერება-ტექნოლოგიები: შენობაში სისუფთავეს ჩამონტაჟებული მტვერსასრუტები უზრუნველყოფს | მსოფლიოს ამბები | ||
ახალი ტექნოლოგიები ყველგან ჩნდება. გარდა იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად უმჯობესდება ჩვენთვის ნაცნობი საყოფაცხოვრებო აპარატურის ტექნოლოგიები, ასევე ჩნდება ახალი სისტემებიც. ჩამონტაჟებული მტვერსასრუტის სისტემა სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა სიმარტივეს უზრუნველყოფს. ძალის ბლოკი ყენდება შენობის გარეთ და მისგან გამოდის პლასტიკური მილსადენი, რომელიც სახლის კედელში მტვერსასრუტისთვის განკუთვნილი პნევმოროზეტით ან პნევმოქანდაზით მთავრდება. გასასვლელები სახლის ყველაზე მოხერხებულ ნაწილებში ყენდება: პნევმოაქანდაზები - ხშირი დაბინძურების ზონებში, პნევმოროზეტები - ადგილებში, რომლებშიც ყველაზე ხშირად არის საჭირო ცენტრალური მტვერსასრუტი. ჩამონტაჟებული მტვერსასრუტების პროექტირების, მონტაჟისა და მიწოდებების სფეროში კომპანია Blizzard Lufttechnik GmbH (Germany)სპეციალიზდება. სისტემა მთლიანად მზადდება გერმანიაში, ხარისხისა და უსაფრთხოების გერმანული სტანდარტების შესაბამისად. კომპანიას ამგვარი მოწყობილობების წარმოებისა და ექსპლუატაციის 35 წლიანი გამოცდილება აქვს. დსთ-ის სივრცეში კომპანიამ უკვე დააყენა ჩამონტაჟებული მტვერსასრუტის სისტემები ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეების მართვის სახლი და სხვ. მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სასტუმრო კომპლექსები, როგორიცაა Kempinski Hotel Giardino di Costanza Mazara del Valo-ში (იტალია), ან მალმიოს სამოქალაქო ბიბლიოთეკა (შვედეთი), სამრეწველო ობიექტები BMW, SAAB, Volvo, Carl Zeiss, Philipsდა მრავალი სხვა იყენებენ Blizzard Lufttechnik GmbH-ის დასუფთავების სისტემებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2624.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.