კრიმინალი: ფრანგული პოლიცია ქართველების საქმეს იძიებს | მსოფლიოს ამბები | ||
საფრანგეთის პოლიცია 25–წლის ქართველი ინგა ვაჩარიას მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. მისი გვამი გასულ წელს, სენ–ეტენის ტყეში იქნა აღმოჩენილი. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ მკვლელობის ორი ვერსია შეიმუშავა–ოჯახური კონფლიქტი და შურისძიება. სიტუციას ართულებს ის, რომ უკვალოდ გაქრა ინგა ვაჩარიას ქმარი და შვილი–ალუდა გასვიანი და 5 წლის მურადი. ასევე, პოლიციამ ვერ შეძლო მოკლულის ვერც ტელეფონის და ვერც სხვა პირადი ნივთების პოვნა. არსებული ინფრომაციის თანახმად, ალუდა გასვიანი 2007 წელს საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებოდა. ნახევარი წლის უმუშევრობის შემდეგ ქართველი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, რადგანაც თავისთვის და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელ ადგილს ეძებდა. გასვიანმა ასევე თქვა ,რომ საფრანგეთში გამგზავრება მას 5000 ევრო დაუჯდა. ამის გათვალისწინებით, პოლიცია არ გამორიცხავს ტრეფიკინგის შემთხვევას ან იმ ადამიანების შურისძიებას, რომლებმაც შეძლეს ოჯახი არალეგალურად გადაეყვანა საზღვარზე. ბოლოს ქართველი ემიგრანტების ოჯახი 7 ნოემბერს სენტ–ეტენში ნახეს. პოლიციამ მამასა და შვილზე საერთშორისო ძებნა გამოაცხადა. საქმეში ინტერპოლიცაა ჩართული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2611.html
| |||
განათავსა - consul | 17 ივნ. 2011, 19:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.