მეცნიერება-ტექნოლოგიები: მობილური რეკლამის ბაზარს ორჯერადი ზრდა უწინასწარმეტყველეს | მსოფლიოს ამბები | ||
2011 წელს მობილური რეკლამის გლობალური ბაზარი გაორმაგდება და 3.3 მილიარდ დოლარის ნიშნულს მიაღწევს. როგორც Reuters იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია ფირმა Gartner-ის ანგარიშში. საქონლისა და მომსახურების წინ წაწევის ხარჯების საერთო სტრუქტურაში მობილური რეკლამის წილი კვლავინდებურად უმნიშვნელო იქნება. მიუხედავად ამისა, Gartner-ის მონაცემებით, იგი თანდათანობით გაიზრდება და 2015 წლისთვის ხარჯების საერთო თანხის 4 პროცენტს მიაღწევს (20.6 მილიარდი დოლარი ფულადი გამოხატულებით). შედარებისათვის, 2010 წელს მობილური რეკლამა ბაზრის მხოლოდ 0.5 პროცენტს იკავებდა. Gartner-ში მობილური რეკლამის განვითარებას უახლოეს წლებში სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენების გაზრდას უკავშირებენ. ამასთან, ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციებს დაიკავებს არა აშშ, არამედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და იაპონია. კვლევითი ფირმის მონაცემებით, 2011 წელს ამ რეგიონზე 1.63 მილიარდი დოლარი მოვა. შედარებისათვის, ჩრდილოეთ ამერიკაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 701.7 მილიონს შეადგენს. 2010 წლის ბოლოს გამოვიდა სხვა გამოკვლევა, რომელიც ასევე მობილური რეკლამის ბაზარს ეძღვნება. Juniper Research-ის მონაცემებით, 2015 წლისთვის მობილური რეკლამის ხარჯებმა მხოლოდ 11 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს. მობილური რეკლამის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ იგი საშუალებას იძლევა, უფრო ტარგეტირებული სარეკლამო კამპანიები ჩატარდეს, კერძოდ, მომხმარებელთან უახლოესი მაღაზიის ან კაფეს რეკლამირება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2622.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.